რეზოლუციის ტექსტი ,,ცივ წყალს გადაასხამს" კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი– კირვალიძე


     პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ფეისბუკზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტს ეხმაურება. 

     კირვალიძეს მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ, რომელსაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, ცალკე უნდა მიიღოს შესაბამისი შინაარსის რეზოლუცია.
 
   ,,როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, რომლის "შეთანხმებასაც ცდილობენ" ქოცები ევრონაცებთან, უეჭველად ისეთი იქნება, რომ "ცივ წყალს გადაასხამს" პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის მიმართვას, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისადმი! ამიტომ, მმართველმა პარტიამ, რომელსაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, ცალკე უნდა მიიღოს შესაბამისი შინაარსის რეზოლუცია, რომელიც მათი პრემიერის მიმართვის შინაარსთან წინააღმდეგობაში არ მოვა! 

     თუმცა, მე ამის ნაკლები იმედი მაქვს, რის გამოც თავიდანვე უნდობლობით განვეწყვე პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, თუ რა "თანამოაზრეთა გუნდი ჰყავს" მას პარლამენტში! ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია... "აღდგომა და ხვალეო"– წერს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно