აშშ-ს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთია - პომპეო


     ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი" არ აუნთია,- ამის შესახებ ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან „პი-ბი-ესთან" ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ანკარას შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია.

     „ეს არის უბრალოდ სიცრუე. აშშ-ის არ აუნთია თურქეთისთვის „მწვანე შუქი". ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რისი გაკეთებაც გვჭირდება, რათა ამერიკელი ხალხი იყოს ამ საფრთხისგან რაც შეიძლება უსაფრთხოდ. თუმცა ეს მხოლოდ სირიაში არ ხდება. ეს ერაყიდან მომდინარეობს. არის კიდევ ათამდე სხვა ქვეყანა, სადაც რადიკალური ისლამური ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს და ჩვენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ძალებს, ჩვენს რესურსებს ვიყენებთ შესაბამისად აშშ-სთვის ამ საფრთხის შესამცირებლად", – განაცხადა მაიკ პომპეომ.

     შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. საავიაციო და საარტილერიო შეტევას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. სირიის საზღვრისპირა ქალაქებს ათასობით ადამიანი ტოვებს.

     ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სირია ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv