,,ივანიშვილმა ტყუილები შექმნა, ყველაფერს გავაკეთებ ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში" – ხაზარაძე


     ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „საქმის მასალებზე ჩემს ადვოკატს ესაუბრეთ, იმიტომ რომ იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, რომ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ  მივიღეთ ტყუილების ქვეყანა ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივად ტყუილების ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობი და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში. ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც სახელმწიფოებრიობას სჭირდება და ჩვენ შვილების და ჩვენ მომავალს სჭირდება", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно