ნატო ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს. ვილნიუსი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ლიეტუვის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ძალები განათავსოს.
გერმანია არ გამორიცხავს, რომ ბალტიის სახელმწიფოებში ნატო-ს სამხედრო მისია გაფართოვდება. როგორც ბერლინში განაცხადებს, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, „საშუალო და მცირე მანძილზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების" დარღვევის გამო მიიღონ. განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გააკეთა.
კერძოდ, ალიანსი ბალტიის რეგიონში საჰაერო თავდაცვითი ძალების დისლოცირებას აპირებს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ამ გეგმას მხარი დაუჭირა. მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რომ ბალტიისპირეთში დისლოცირებული ნატო-ს სამხედროები დაცულები იყვნენ.
წყარო: 1tv