,,რუსეთის მხარე ცდილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს"– ზურაბ აბაშიძე


      „რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს, გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს"– რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. 


        აბაშიძის განმარტებით,  რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

 

     „რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს, გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი და ოჯახისთავის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა.


   რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ვერანაირად პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მან უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოს ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა ოჯახისათვის"- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.


 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно