იმედია ჟენევის რაუნდზე შევძლებთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას– საგარეო უწყება


     ,,იმედია ჟენევის რაუნდზე შევძლებთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას"– საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დიპლომატურ უწყებას გამოეხმაურა. 

     საგარეო უწყება ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი.

     ,,გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

     იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

     ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად"– ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно