ქართველი პოლიტიკოსები ერებს შორის სიძულვილს აღვივებენ – ბიბილოვი


      მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ქართველ პოლიტიკოსებს ერებს შორის სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს, რასაც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.

     ე.წ. პრეზიდენტმა ,,მე–15 რეგიონისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
 
     ,,დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები პოპულისტური განცხადებებით და აქციებით ქულების დაგროვებას ცდილობენ, რაც კარგად მიიღწევა ნაციონალიზმის თემით, რევანშისტული განცხადებებით და ერებს შორის სიძულვილს აღვივებენ. ჩვენ გვესმის რომ ამ საინფორმაციო თავდასხმის სამიზნეს რეალურად რუსეთი წარმოადგენს, რადგან დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად წარმოადგინონ",-განაცხადა ბიბილოვმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно