ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს


     ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ჯიხაშკარში მცხოვრები გიორგი ზარანდიაა.

     მისი აყვანა ენგურის ხიდზე მდებარე საგუშაგოსთან მოხდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

     განცხადებაში წერია, რომ გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ 1984 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно