იან კელი: ,,კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს"


     ,,კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს"– მიაჩნია საქართველოში აშშ–ს ელჩს. 

     ამის შესახებ იან კელიმ სოციალურ ქსელში ვიდეო კონფერენციისას განაცხადა.

    „ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება – შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა მოსახლეობამ ვერ დაინახა.
 
     მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ. ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს", – განაცხადა იან კელიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно