მჟავანაძე: ლიბერალურ- ფაშისტური სექტა სწორედ კომუნისტების კურსს აგრძელებს – გიჟად ან მამათმავლად გრაცხავს


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:      

     ,,კომუნისტებმა წმიდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსი გიჟად გამოაცხადეს, სახელმწიფომ ამის თაობაზე ცნობაც კი გასცა. დღეს რომ წმიდა გაბრიელი ცოცხალი ყოფილიყო პაატა ცაავა მას გიჟად გამოაცხადებდა და კომუნისტების გაცემულ ცნობასაც ააფრიალებდა. სსრკ მისთვის მიუღებელ პირებს გიჟად ან მამათმავლად ნათლავდა. ლიბერალურ- ფაშისტური სექტა სწორედ კომუნისტების კურსს აგრძელებს.
 
    ძველ დროს ერთ-ერთმა პარტიულმა ჩინოვნიკმა მისთვის მიუღებელ პიროვნებას პარტიულ ყრილობაზე მამათმავლობა დააბრალა. როცა კითხეს რატომ იძახი ამას რა იციო, მან უპასუხა მე ვთქვი და ახლა მაგან იმტვრიოს თავი საწინააღმდეგოს დამტკიცებითო. დრო იცვლება თორემ ბრძოლის მეთოდები უცვლელი რჩება, სისტემას თუ ებრძვი ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმი გიჟად ან მამათმავლად გრაცხავს."- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно