ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მარტოა აქ, საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზეც - უგულავა


    ევრონესტის წევრების მიერ საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შეფასებას, როდესაც მათ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს, ოპოზიცია გამოეხმაურა.

    "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას თქმით, "ქართული ოცნება"  როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მარტო დარჩა. 

    "მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს. მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ ადამიანებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი არ იღებს ამას. ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მარტოა აქ, საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზეც. ანუ, ეს არის აბსოლუტური იზოლაცია,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно