ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთმა მორიგი სამხედრო სწავლება დაიწყო


     ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთმა მორიგი სამხედრო სწავლება დაიწყო. ტაქტიკური წვრთნები „ძარწემის" პოლიგონზე მიმდინარეობს.

     როგორც რუსეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, სამხედრო სწავლებაში 2000 სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

     მათ შორის არის არტილერია, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები. წვრთნების მიზანი მთიან ზონაში საბრძოლო ტაქტიკის გაუმჯობესება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно