დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები დააფუძნა


     აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

     ეს არის ახალი ტიპის ჯარების შექმნის პირველი შემთხვევა 1947 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ში სამხედრო-საჰაერო ძალები დაფუძნდა. აქამდე კოსმოსური ჯარები სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიოდა.

     კოსმოსური ძალების მეთაურად გენერალი ჯონ რეიმონდი დაინიშნა. მის დაქვემდებარებაში 16 ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირია. კოსმოსური ძალების 2020 წლის ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი 72,4 მილიონს ითხოვდა.

     სავარაუდოდ, კოსმოსური ძალები 6 ბაზაზე განთავსდება. ოთხი ბაზის ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულია: ორი ბაზა კოლორადოს შტატში, ერთი ალაბამაში და ერთი კალიფორნიაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/124127/donald-trampma-kosmosuri-dzalebi-daapudzna