კაპიტანმა გიგაურმა ხელი შეუწყო 7 ნოემბრის აქციის სისხლში ჩახრჩობას– გოგა ხაინდრავა


     „გამჭირვალობა საქართველოს" სათავეში დგას კაპიტანი გიგაური, რომელიც არათუ ეჭვმიტანილია, არამედ დავადასტურებ სასამართლო პროცესზე, რომ მონაწილეობდა იმ უბედურებაში, რომელიც თავს დაატეხა საქართველოს „ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერს" – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. 

     ხაინდრავას განმარტებით, გიგაურმა კაპიტნის წოდება, სწორედ 7 ნოემრის აქციის დარბევის ხელშეწყობისთვის მიიღო.

     ,,ეს არის ადამიანი, რომელმაც არამარტო იცრუა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ მართლმსაჯულებაც შეჰყავს შეცდომაში, ამას დავადასტურებ. მაქვს დამამტკიცებელი საბუთები, რომ კაპიტანმა გიგაურმა ეს რიგგარეშე წოდება მიიღო იმაში, რომ ხელი შეუწყო თავისი მოქმედებით და წაახალისა ის ადამიანები, რომლებმაც სისხლში ჩაახრჩვეს ქართული საზოგადოებრივი აზრის თავისუფლების წყურვილი 7 ნოემბერს",- განაცხადა ხაინდრავამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно