,,მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა"– გახარია


     42 წლის წინ, როდესაც სვეტიცხოველში მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საღმთო ლიტურგია აღევლინა.
 
     მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 42 წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

     ,,ეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის აღსაყდრების 42-ე წელს. 42 წლის წინ, როდესაც სვეტიცხოველში მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно