ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენ გვაქვს უფლება დავაყენოთ ჩვენი გუშაგები სადაც არის საჭირო - სანაკოევი


    სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე,წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.  სანაკოევის თქმით, ბიბილოვის შანტაჟს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა დაემორჩილოს:

    "გამორიცხულია რომ ასეთ ქმედებებზე და შანტაჟზე წავიდეთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენ გვაქვს უფლება დავაყენოთ ჩვენი გუშაგები სადაც არის საჭირო. ოკუპირებულ ზონაში არ შედიან ეს გუშაგები და აქეთ არიან, რომ ვაკონტროლოთ ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა იყოს დაზღვეული და დაცული. ბიბილოვის მეთოდები და ბიბილოვის შანტაჟი მიუღებელია," - განაცხადა სანაკოევმა.

     ბიბილოვმა ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება წნელისთან განთავსებულ პოლიციის საგუშაგოს არ აიღებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно