,,ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია" – გახარია


    პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პატრიარქს 87 წლის იუბილეს ულოცავს. პრემიერმინისტრის მისალოცი ტექსტი საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე განთავსდა. 

    „უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

     ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.

    მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - წერია ტექსტში.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно