,,ირანის მოსახლეობა 85 მილიონია, 10%- მაინც, რომ გახდეს ლტოლვილი საქართველოსთვის ბევრია" - ზურაბ ბატიაშვილი


     აშშ-ის მიერ, 62 წლის სულეიმანის, ლიკვიდაციის საკითხი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. 

     ექსპერტები მასშტაბურ კონფლიქტს გამორიცხავენ, თუმცა სხვადასხვა საშიშროებაზე მაინც საუბრობენ. 

     "როდესაც ასიათასობით ქალი და ბავშვი მოგადგება, ვერავის გააჩერებ და არც არსებობს ამის მექანიზმი.ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონში ხდება და თუ დიდ კონფლიქტში გადაიზარდა, რასაკვირველია ჩვენც შეგვეხება ეს ყველაფერი.

     ირანის მოსახლეობა 85 მილიონია, აქედან 10%- მაინც რომ გახდეს ლტოლვილი ეს უკვე 8 ნახევარი მილიონია. მათგან, რომ გადანაწილდნენ სხვადასხვა ქვეყნაში მაინც ბევრი გამოდის საქართველოს შემთხვევაში," - განაცხადა "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/151803