,,მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან ერაყის ტერიტორიული მთლიანობა"- ჩინეთი აშშ–ს


     ჩინეთის მთავრობამ აშშ-ს ერაყის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმოამდგენელმა გენ შუანმა განაცხადა.

     „ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში სანქციებსა და მათი გამოყენების მუქარებს, ისევე როგორც ამ სანქციების ცალმხრივ რეჟიმში დაწესებას. მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან ერაყის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მხარეები, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნები, ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს და თავს შეიკავებენ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს", - განაცხადა გენ შუანმა.

     ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას" ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

     მომხდარის გამო ერაყმა თავისი ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. 

     დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება" უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა. 

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/125035/chinetma-ashshs-erakis-suverenitetis-datsvisken-moutsoda