„შეიძლება ეს ცუდიცაა, მაგრამ მე მობილური ტელეფონი არ მაქვს"- ლუკაშენკო


     ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით უსაფრთხოების გამო არ სარგებლობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო БЕЛТА ავრცელებს.

    „შეიძლება ეს ცუდიცაა, მაგრამ მე მობილური ტელეფონი არ მაქვს. ვხედავ, როგორ აქვთ ჩემს კოლეგებს თავი ტელეფონში ჩარგული, მაგრამ მე უსაფრთხოებას ვიცავ. თუ ვიღაც მირეკავს, ასისტენტს მოაქვს ტელეფონი და მაწვდის. ახლა ტელეფონი ჯიბეში გაქვთ და ყველა, ვისაც ეს სჭირდება, ხედავს, სად იმყოფებოდით", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/126224/lukashenko-mobiluri-teleponi-ar-maqvs-da-arts-mchirdeba