პოლიტოლოგი ლავროვის ვიზიტის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან პროვოკაციას არ გამორიცხავს


     პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,რა ლავროვი? რის ლავროვი? თქვენ, კარგად თუ ხართ? ვისთან გაქვთ საქმე, კიდევ ვერ მიხვდით? საქართველოში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ "რაიმე საფრთხე დაემუქროს" (თუნდაც, რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის "მსგავსი", რომელიც საქართველოს შსს-ს და სხვა სპეცსამსახურების მობილიზების შედეგად, პროტესტის მქონე საზოგადოების მხრიდან დედის გინების და წყლის ბოთლების სროლის ფონზე, ძლივს გაიყვანეს სამშვიდობოს სასტუმრო "რედისონიდან" და თბილისის აეროპორტიდან სწრაფად გააფრინეს მოსკოვში!), თქვენ წარმოდგენაც "გიჭირთ", რა შეიძლება მოყვეს ამას?! და ჳინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამის მცდელობა ექნებათ ნაცმოძრაობას დაქვემდებარებულ პროვოკაციულ ჯგუფებს, ან თავად რუსეთის სპეცსამსახურებს?!
 
     გამორიცხავთ, ამას?! ჰოდა, ყველასთვის ცნობილი ისტორიული ფაქტები მაინც გაიხსენეთ, როცა ამდაგვარ ქმედებას, ანუ რომელიმე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირზე "თავდასხმის" (ღმერთმა დაგვიფაროს, სწორედ ასეთ შეფასებას მისცემენ რუსები და მაინცადამაინც - რუსული ტანკების გრუხუნი გინდათ თბილისისკენ მომავალ ავტობანზე, თუ მათი "დესანტნიკები" თბილისის თავზე?!) შემთხვევაში, როგორ ვითარდება მოვლენები?! 1914 წელს, სულაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო იმის გამო, რომ სარაევოში ვიზიტად მყოფ ავსტრია-უნგრეთის ერც-ჰერცოგზე თავდასხმა მოხდა, ფატალური დასასრულით?! მითუმეტეს, როცა ლაპარაკია რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირზე, იმ რუსეთის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებული აქვს აფხაზეთ-ცხინვალი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" და სადაც მისი სამხედრო ბაზებია განთავსებული! 

     P.S. არაფერსაც არ ვამუქებ! ვიდრე, რუსეთთან დიალოგის ფორმატში (დასავლეთის ჩართულობით) არ იქნება გარკვეული მისი "საბოლოო" დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფორმატით (ამ წლის მაისი, ეუთოს მინისტერიალი თბილისში) მისი დელეგაციის მიღება თბილისში, რომელშიც რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირი, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, პოლიტიკურად და მორალურად სრულიად დამაზიანებელი, უგუნური და დიდი რისკის შემცველი გახლავთ!!!"– აღნიშნავს ჯუმბერ კირვალიძე. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно