,,დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით"– წულუკიანი


      თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლავროვის შესაძლო ვიზიტს ეხებოდა.

      იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რომელიმე წევრი ქვეყნის საქართველოში არშემოშვება გამოიწვევს სანქციებს, რაც მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია.

     "რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. სწორედ ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დაედოს საქართველოს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

     პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно