,,რუსთავი 2"–მა შეურაცყო ჩვენი რელიგიური გრძნობები"– გია ვოლსკი


     ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"–თან გუშინ მომხდარ ინციდენტს პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. 

     ვოლსკის განცხადებით, ტელეკომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რაზეც საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს.
 
     „უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ  გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამდაგვარი აგრესიული და მე ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხდომებზე, რაც ,,რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. მე ვფიქრობ აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი ვითარება"– განაცხადა გია ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно