ვაშინგტონმა ირანს სანქციები გაუფართოვა


     ვაშინგტონმა ირანს სანქციები გაუფართოვა. შეზღუდვები ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელს დაუწესდა.

    გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციას შტატების ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინება და მესამე პირებს მასთან საქმიანი ურთიერთობები შეეზღუდებათ.

    ირანსა და შტატებს შორის ბირთვულ საკითხებზე ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно