აშშ-ს ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა


     ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ​ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რომლის შემდეგაც მინისტრის და ელჩის შეხვედრა გაიმართა.

     შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. კიდევ ერთხელ გამოიხატა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. 

     "ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა ასევე ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები," - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно