,,ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას"– უდუმაშვილი


     საარჩევნო სისტემის ცვლილება - უცვლელი მოთხოვნით, ოპოზიციის დაანონსებული აქცია პარლამენტის წინ ცოტა ხანში დაიწყება. მოქალაქეები ადგილზე უკვე იკრიბებიან.

     საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, საპროტესტო აქციები პარლამენტის გარდა, გაიმართება ყველა სახელმწიფო უწყებასთან, სადაც კი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მივლენ.

     "მოთხოვნები იგივეა, რაც აქამდე იყო. რასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე შემოდგომიდან დაწყებული. ეს არის ის, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ერთხელ და სამუდამოდ პროპორციული არჩევნები. სწორედ ამ მოთხოვნით ვიკრიბებით ჩვენ პარლამენტის შენობასთან. ამ მოთხოვნით ვაკეთებთ სირცხვილის კორიდორებს იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც წაართვეს საქართველოს მოსახლეობას პროპორციული არჩევნები.

     ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ძალიან მკაცრი ჩვენს მოთხოვნებში. რა თქმა უნდა, ნუ მონათლავს ხელისუფლება ამ ყველაფერს ისე, თითქოს ჩვენ კანონს ვარღვევთ. პიკეტირებაც და სირცხვილის კორიდორები, ეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებია და ჩვენ ამას გავაკეთებთ მუდმივ რეჟიმში. ეს არ იქნება მხოლოდ პარლამენტი, ეს იქნება სხვა სახელმწიფო უწყებებიც," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/154466