რასმუსენი: შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ისე რომ...


     ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, სქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, ისე რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს. 

      რასმუსენის განმარტებით აღნიშნული ვარიანტი საქართველოსთვის მისაღები არაა, რადგან გაჩნდება მინიშნების საფრთხე, რომ ტერიტორიები დაკარგულია.
 
      „ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მეხუთე მუხლი. შეიძლება ვიდაოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული, ისე როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთი." რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია. საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს," - განაცხადა ანდერს ფრასოგ რასმუსენმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно