პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო


     პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".

     პროექტი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მან, პირველ რიგში, სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

     „პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს არის უმძიმესი დანაკარგი ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციაც, პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხს ეხმიანება. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მკაცრ და პრინციპულ შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევასთან. ეს არ არის პირველი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონებში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხდება სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფლების ხელყოფა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

     საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში.

     არჩილ თალაკვაძე: „მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში, ყველა ჩემს კოლეგას იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ყველა მთავარ პრინციპზე შეთანხმება. მისასალმებელია, რომ ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ექნება უმცირესობის მხარდაჭერაც".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно