პიარული თავხედობაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს მე საქმეს გავაფუჭებ, შევეცდები, სხვასაც გავაფუჭებინო – მდინარაძე


     საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" სრულად აქვს გათავისებული პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდის ყველა წევრი დაუჭერს მხარს.

     თუმცა, როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება" კენჭისყრასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატებისა და სხვა ფრაქციების ნაცვლად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

     „მათი გადასაწყვეტია მხარს დაუჭერენ, თუ – არა. ძალიან კარგია, რომ იმ რაოდენობამ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად არის საჭირო, უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ მხარს დაუჭერენ. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება. ჩვენი პასუხისმგებლობა სრულად გვაქვს გათავისებული და მთლიანად დაუჭერს გუნდი მხარს.

     პიარული თავხედობაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" და მისი კლასტერი ამბობს – საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ჩვენ არ დავუჭერთ და „ქართული ოცნება" დაუჭერს, მაგრამ თუ მაინც ჩავარდება, ეს „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნებაო.

     ანუ, ისინი ამბობენ – მე საქმეს გავაფუჭებ, შევეცდები, სხვასაც გავაფუჭებინო და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება" საქმეს არ გააფუჭებს, მაინც მათი ბრალი იქნებაო. ამას უბრალოდ თავხედობაც აღარ ჰქვია. პიარული თავხედობის პიკია", – განაცხადა მდინარაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно