„სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ - ჯანელიძემ


     საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა პლატფორმის წევრებს.

     საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

     „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პირველად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში, ასევე ისინი ჩართულნი არიან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები რეფორმებთან და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

     საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა  გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

     „ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ეფექტურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და რა თქმა უნდა, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

     შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა. 

     საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა. პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს აერთიანებს.
 
     საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა პლატფორმის წევრებს.

     საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

     „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პირველად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში, ასევე ისინი ჩართულნი არიან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები რეფორმებთან და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

     საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა  გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

     „ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ეფექტურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და რა თქმა უნდა, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა. 

     საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა. პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს აერთიანებს.
 
скачать dle 11.0фильмы бесплатно