მინისტერიალზე ვიმსჯელებთ, როგორ ვუპასუხოთ რუსეთის ბირთვული რაკეტებისგან მომდინარე მზარდ საფრთხეებს – სტოლტენბერგი


     ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე რუსეთის ბირთვული რაკეტებიდან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ. ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

     შეხვედრის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მინისტერიალის დღის წესრიგის რუსული რაკეტების გარდა, ავღანეთის და ერაყის მისიებსაც მოიცავს.

     „ნატო პასუხობს „კოვიდ-19"-ს და ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის. მაგრამ პანდემიამდე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები არსად გამქრალა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ჩვენი თითქმის მილიარდიანი მოსახლეობისთვის. საჭიროა, შევინარჩუნოთ შეკავება და თავდაცვა, ასევე ჩვენი ოპერატიული მზადყოფნა. დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ როგორ ვუპასუხოთ რუსეთის ბირთვული რაკეტებისგან მომდინარე მზარდ საფრთხეებს და ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ ავღანეთსა და ერაყში ნატო-ს მისიებზე და ოპერაციებზე", – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно