მოწყობილ "პრიტონებს", ადამიანთა სიცოცხლე ეწირება, რომელიც პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობის საკითხია – ლორთქიფანიძე


     უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
      ნაქირავებ სახლებში მოწყობილ"პრიტონებს", ნარკოტიკებით და სპირტიანი სასმელებით გაჟღენთილ გარემოს , მინი "კაზანტიპებს", მეტი ექსტაზისთვის გაყიდულ ბილეთებს ასეთ წვეულებებზე, რომლებსაც ადამიანთა სიცოცხლე ეწირება,- ეს, იმ მონაწილე ახალგაზრდების ბრალია, თუ იმ პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობის საკითხია, საკანონმდებლო დონეზე "შრეკისფერის" ლეგალიზაცია რომ მოაყოლა და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე დააკანონებინა კაცს , რომელიც ახლა ამ სასამართლო ორგანოს თავმჯდომარეც გახადა?!.. და ვინ იყვნენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტის პროექტის ავტორები? - პარლამენტარები, უმრავლესობიდან გაფანტულები : ირინა ფრუიძე, სოფიო ქაცარავა, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე...
 
     ნარკოტიკების თავისუფალი მიმოქცევის მთავარი ლობისტები პარლამენტში! ხოლო, ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ მერაბ ტურავას სახით დააკანონა ადამიანის თავისუფალი განვითარების სოციალურ-პოლიტიკური თავისუფლების მოტივებით, ჩვენ,მოსახლეობას მოგვიტანა გაასმაგებული ოჯახური ძალადობა, ნაჯახით დაჭრილი პოლიციელები, ფანჯრიდან გადამხტარი ადიქციონერები და გაუბედურებული მშობლები! კოლეგიის თავმჯდომარე კი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოექცა თავში! სისტემური თამაში ოთხი ხელისთვის გრძელდება ეროვნულ ძალთა დემონიზირების გზით. იმედია, გონს მოვეგებით !!!"- წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно