ნაცსექტის კადავერინს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია ისე მოერია, რომ ეს სიტყვები აღმოხდა – მძინარაშვილი


      ჟურნალისტი ბონდი მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნაცსექტის კადავერინმა რომან გოცირიძემ მმართველი პარტია კომპარტიას შეადარა და თქვა: დიახ, რადიკალური ოპოზიცია ვართ. არის ასეთი პარტია, რომელიც კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას დაამთავრებსო. ჩვენ ვართო "ასეთი პარტიაო"!

     ვისაც ამ "გოროხოვი შუტის" იუმორი სმენია, შეიძლება იფიქროს, რომ ამჯერადაც უნიჭოდ იხუმრა, მაგრამ ფაქტია: ლენინის ციტირებას ვერ ელევა!

     დიახ, 1917 წლის 4 ივნისს სწორედ ლენინმა მიმართა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მონაწილეებს მენშევიკ ირაკლი წერეთლის შეკითხვის, - "არის თუ არა პარტია, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება?" - პასუხად ამ სიტყვით: "არის!"

     ლენინი ბოლშევიკებზე საუბრობდა!

     ამის შემდეგ ფართოდ გავრცელდა ფრთიანი ფრაზა: "Есть такая партия!" ("არის ასეთი პარტია!")

     ჰოდა, ნაცსექტის კადავერინს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია ისე მოერია, რომ ეს სიტყვები აღმოხდა.

     აი, თქვენი ლენინელი თავი კი გაქრა!- წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно