,,საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი"– კვირიკაშვილი


     ,,საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო"-ამის შესახებ პრემიერმა იან კელის გაცილების გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

     ,,საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. 
 
     ელჩი კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება.

     მე მას წარმატებებს ვუსურვებ! ვიმედოვნებ, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კიდევ არაერთხელ ეწვევიან საქართველოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ მათ ყოველთვის სიხარულით ვუმასპინძლებთ. 

     საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно