ნუ ეპყრობით მათ, რომ ისინი ჩვეულებრივი მთავრობაა, ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება - სააკაშვილი


     ნუ ეპყრობით მათ, რომ ისინი ჩვეულებრივი მთავრობაა, ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

     „მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს და ნუ ეპყრობით მათ, რომ ისინი ჩვეულებრივი მთავრობაა, ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები, ესენი არიან უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე, ამიტომ ჩვენ ყველგან ვმობილიზდებით, ბევრი ახალგაზრდა, ბიზნესმენი, სხვადასხვა ასაკის ხალხი იკრიბება, ძველი მებრძოლები. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს და ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, ასევე თქვენთან ერთად ვიქნები გამარჯვებული", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно