პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება


     პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება– ამის შესახებ ,,ამერიკის ხმას" ყოფილი დოპლომატები ჯონ ჰერბსტი და კენეტ იალოვიცი ესაუბრნენ.
 
     ,,სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. როგორც წესი, ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს.” ჯონ ჰერბსტს მიაჩნია, რომ საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. "ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს.”"საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას,” უთხრა "ამერიკის ხმას” აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთზე ჯონ ჰერბსტმა.

     საქართველოს მთავრობის მხრიდან საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა იმაზე, თუ რა არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მიზანი. ნდობის ჩამოსაყალიბებელი ძლიერი მექანიზმების შექმნის გარეშე, შესაძლოა, მიამიტური იყოს იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ პირდაპირი დიალოგით თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობები გაუუმჯობესდება.

     ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან "ხალხთაშორისი არაოფიციალური” ურთეირთობა უნდა გააღრმაოს. ,,აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზეით, ეს შესაძლებელია,” უთხრა იალოვიცმა "ამერიკის ხმას.”

     მისი აზრით, "ოფიციალური კონტაქტის რისკი - რა თქმა უნდა - აღიარების მინიშნებაა. ანუ საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს თასწორუფლებიან მოთამაშეებად სცნოს. ეს კი საქართველოსთვის მიუღებელია.” სწორედ ამის გამო, იალოვიცს მიაჩნია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან თბილისმა მხოლოდ არაოფიციალური კავშირების და ურთიერთობების გაძლიერებით უნდა შეძლოს ნდობის გაღრმავება.

     რუსეთის ფედერაცია, კონფლიქტების მოგვარების მიზნით, თითქმის გამონაკლისის გარეშე, რაღაცა სახის უშედეგო დიპლომატიურ პროცესს ქმნის. ამის მაგალითებია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, სირიის თუ სხვა კონფლიქტების "სამშვიდობო პროცესები,” რომლებიც დღემდე კონფლიქტების მხოლოდ გაგრძელებას უწყობს ხელს.

     ჟენევის პროცესის შექმნის ერთ-ერთი მიზანი რუსეთისთვის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულების იძულება იყო. რუსეთი დღემდე არღვევს ეგრეთწოდებული "სარკოზის ექვს პუნქტიანი” შეთანხმების თითქმის ყველა პირობას.

     ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ რუსებს მხოლოდ ის სურდათ, რომ შეენარჩუნებინათ პროცესი, რომელიც არაფერს მოიტანდა,” უთხრა ამერიკის ხმას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.

     ,,მიმაჩნია რა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია. არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქრების მანიპულირებას აგრძელებს,” დასძინა უილსონმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/direct-dialogue-with-abkhas-and-s-ossetians-is-a-risk/4309330.html