აშშ-ის თავდასხმით, რომლის შედეგადაც ირანელი გენერალი დაიღუპა, საერთაშორისო სამართალი დაირღვა - გაერო


     აშშ-ის თავდასხმით, რომლის შედეგადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, საერთაშორისო სამართალი დაირღვა, – „ბიბისის" ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს სპეციალურ მოხსენებაშია აღნიშნული.

     სასამართლოს გარეშე მკვლელობის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, აგნეს კალამარდის ანგარიშშია ნათქვამი, სიცოცხლისთვის სახიფათო გარდაუვალ საფრთხეზე აშშ-ს საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რომ თავდასხმის გამართლება მოეხდინა.

     „გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო ირანის სტრატეგიაზე და ქმედებებზე სირიასა და ერაყში, მაგრამ სიცოცხლის გარდაუვალი საფრთხის არარსებობის გამო, აშშ-ის ქმედებების კურსი უკანონო იყო", – განაცხადა აგნეს კალამარდმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში.

     აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაერო-ს მოხსენებას ტენდენციური უწოდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსმა თქვა, რომ ტერორისტების მხარდაჭერით, ანგარიში ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv