ოკუპანტებმა გატაცებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს


     რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ აძვის მცხოვრებლები დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

     გავრცელებული ინფორმაციით, დავით გერკეულმა და ივანე გუნდიშვილმა გათავისუფლების სანაცვლოდ, ჯარიმა გადაიხადეს.

     რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გუშინ წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიიდან გაიტაცეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно