,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს"– გუგეშაშვილმა ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა


     ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს"– თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა.

     გუგეშაშვილის აზრით, ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს ქართველების გამოსახშირად.
 
     ,,ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის, მაგალითი იმ დროისთვის, როდესაც თითქოს ღიად არ მიმდინარეობს ომი, მაგრამ ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოხშიროს ქართველები. მაგალითი გვაქვს გმირი ტატუნაშვილის სახელით. მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა, ერთმორწმუნე სახელმწიფო მიცვალებულს არ მალავს და ომში გვქონდა იმის ვალდებულება, რომ ცხედრები გაგვეგზავნა მოპირისპირე, მტრულად განწყობილი მხარისთვის. აწყვეტილი აქვს რუსეთს ბოლომდე და თუნდაც ის, რომ ამ დღეებში კიდევ ორი ახალგაზრდა ყმაწვილი სალოცავიდან წაიყვანეს. მე არ ვიცი ამას სახელი რა ვუწოდო. მე ვიცი ის, რომ არ არის საკმარისი ჩვენი მეგობრების საერთაშორისო სარბიელზე პროტესტი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს თავისი ახალარჩეული სადისტი პუტინით და იმ ადამიანებს, ვინც მსგავს საზიზღრობებს ჩადიან," - განაცხადა გუგეშაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно