,,გამოვდივარ ინიციატივით ტატუნაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება"– სააკაშვილი


     საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტატუნაშვილის შესახებ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა "ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო! 

     ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ. ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე. 

     ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის!

     გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად"– წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно