ბიძინა ივანიშვილმა ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა


     საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა.

     ივანიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

     არჩილ ტატუნაშვილს დღეს 14.00 საათზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

     ყოფილი სამხერდო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თვითმხილველების განცხადებით გარდაცვლილს სხეულზე სასტიკი წამების კვალი აღენიშნება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно