გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო


     გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" - მიიღო. რეზოლუციის მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

     რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წარადგინა.

     „დოკუმენტი ასახავს საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, თბილისში მის წარმომადგენლობასთან და საბჭოს მექანიზმებთან. დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს მზაობა განაგრძოს თანამშრომლობა აქტიური და ტრანსპარენტული ფორმით. ის აღიარებს როგორც საქართველოს გადაწყვეტილებას შეასრულოს გაეროსა და რეგიონული მექანიზმების რეკომენდაციები, ასევე მის მიღწევებს დემოკრატიული პროცესების განმტკიცების კუთხით."- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно