საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე თავის დაცვისთვის, ხელისუფლების მხრიდან არის ღალატი – უგულავა


    აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ენგურის ხიდიდან გამოეხმაურა. უგულავას თქმით, იმის ნაცვლად, რომ  ხელისუფლება აფუძნებდეს ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტს, უსაგნო და ყალბი დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დაიწყო ომი.

     "ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე თავის დაცვისთვის აბსურდი და ღალატია:

      "12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქარველოში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უნდა აფუძნებდეს მთავარ ფუნდამენტს – საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დემოკრატიას, საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას. უკანასკნელი რვა წელია, აბსოლუტურად ყალბი, უსაგნო დისკუსიაა გამართული იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე თავის დაცვისთვის, არის სრული აბსურდი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი პოზიცია, პირდაპირ ვთქვათ, ღალატი,"- განაცხადა გიგი უგულავამ
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно