,,თმები შევიჭერი ბიუჯეტის ხარჯზე, მერე ღამის კლუბშიც წავედი"– კალაძე


     „თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე,"- ამის შესახებ თბილისის მერმა ლევან ხაბეიშვილის განაცხადების საპასუხოდ განაცხადა.

     „ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხა, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯზე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, მერე თმებიც შევიჭერი, ესეც ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებით. გასართობად წავედი ქალაქის ბიუჯეტით, მერე ღამის კლუბში ვიყავი",- განაცხადა კახა კალაძემ.

     შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно