2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შემოჭრა მოსკოვის მიერ განხორციელებული საზიანო ქმედების ხანგრძლივი სქემის ერთ-ერთი ნაწილია - ბრიტანეთის მთავრობა


     2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შემოჭრა მოსკოვის მიერ განხორციელებული საზიანო ქმედების ხანგრძლივი სქემის ერთ-ერთი ნაწილია - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ, სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ პრეზენტაციაშია ნათქვამი.

     ბრიტანულმა მედიამ ის საიდუმლო დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ დახურულ ბრიფინგზე სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით 22 მარტს წარუდგინა.

     მის განხილვას რამდენიმე დღეში მთელი რიგი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება მოჰყვა.

     პრეზენტაციის მიხედვით, მხოლოდ რუსეთში ხდებოდა ნივთიერება "ნოვიჩოკის" წარმოება, რითაც სკრიპალები მოწამლეს.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/100162