„ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა, მომხრე ვართ, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურისაც – ბოკერია


     ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა. ასევე, საბურთალოზე პოზიციების შეჯერების მომხრე ვართ, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების დაწყებამდე განუცხადა.

     მისი თქმით, დღევანდელი შეკრების მიზანია, თბილისის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა.

    „ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა. ასევე, საბურთალოზე პოზიციების შეჯერების მომხრე ვართ, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი სხვა კანდიდატურა არ გამიგია და ამისთვის ვართ ახლა აქ შეკრებილი, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ, დავხუროთ და თბილისთან დაკავშირებით ვითარება აბსოლუტურად გარკვეული იყოს", – განაცხადა ბოკერიამ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно