გიორგი მარგველაშვილმა ლუქსემბურგის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი მიიღო


     საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი მიიღო.

     ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაად  ასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

     მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული რთული ვითარება და რუსეთის ანექსიური პოლიტიკა განიხილეს, რომელსაც ამ ტერიტორიების ოკუპაციიდან დღემდე, არაერთი მსხვერპლი მოჰყვა.

     გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კონტექსტში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე.

     როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსირონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно