მამაჩემის მკვლელობაში მონაწილეს, გახარია ფოთის პოლიციის უფროსად ნიშნავს – რუსუდან შარაძე


     აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,ზუგდიდის კუდის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას მარჯვენა ხელს, მისნაირ სადისტს და მანიაკს, რომელიც მამაჩემის მკვლელობაშიც მონაწილეობდა - კახა ლატარიას, შსს მინისტრი ფოთის პოლიციის უფროსად ნიშნავს.

      არ დამიწყოს არავინ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ისაო და ესაო - დათა ახალაიას მარჯვენა ხელი რომ ხარ, ზუგდიდის კუდის უფროსი - დამთავრებულია ყველაფერი. ვარიანტი არაა, რომ გაგიტაროთ!

      გრცხვენოდეთ ბატონო გახარიავ! არადა, იმედი მქონდა ამ კაცის, დედაჩემის მოგვარეა, ბოლო-ბოლო. შეგნებულად აკეთებთ, რომ გადაგვრიოთ, თუ რა ხდება?"– წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно