კახა კახიშვილი არის უალტერნატივო – კახა კალაძე


    ოპოზიციურ პარტიებს შორის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დარღვევას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ეხმაურება. კახა კალაძის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ცხადია, თუმცა მმართველი გუნდი თავის დღის წესრიგს მიჰყვება და საკუთარ კანდიდატს უალტერნატივოდ მიიჩნევს:

    "ცხადია ოპოზიციაში დაპირისპირება და უთანხმოება არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვართ მმართველი პარტია გვაქვს საარჩევნო კამპანია და არ ვაპირებთ ოპოზიციური პარტიების უთანხმოებაში და გადაწყვეტილების ვერმიღებაში ჩარევას. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის არის უალტერნატივო," - განაცხადა  კახა კალაძემ.

     შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება რომ ამ შეთანხმებაში მონაწილე პარტიები ერთმანეთს კონკურენტებს არ დაუყენებდნენ, თუმცა ისნის რაიონში ენმ-მ გიორგი ვაშაძის პარალელურად კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно