საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ქართველებს სასახლეში უმასპინძლა


     გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. ახალგაზრდები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.

     საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

     შეხვედრის შემდეგ ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.
პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI" ახორციელებს, ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно